bacchetta
sostantivo femminile
/bakˈkɛtta/

1 ჯოხი; წნელი, წვრილი გრძელი ღერო (ლითონისა, ხისა და ა.შ.); bacchetta di legno ხის ჯოხი;

2 მუს. 1) სადირიჟორო ჯოხი;

2) დოლის საკრავი ჯოხი; le bacchette del tamburo დოლის საკრავი ჯოხები;

3 კულინ. საჭმელი ჩხირი (რომელსაც ჩინური, იაპონური და კორეული ტრადიციული კერძების ჭამისას იყენებენ);

4 საჩვენებელი ჯოხი (მასწავლებლისა, ლექტორისა და მისთ.);

5 ფერულა (ბრტყელი ჯოხი ან სახაზავი, რომელსაც დამნაშავე მოსწავლეებს დასასჯელად ხელზე არტყამენ);

6 ფერწ. მუშტაბელი (საყრდენი გრძელი ჯოხის სახით, რომელსაც მხატვრები ხმარობენ იდაყვის დასაყრდნობად);

7 ისტ. ზუმბა (თოფის, მუშკეტის და მისთ. ლულიდან დასატენი, ან შიგნიდან ლულის გასაწმენდი ლითონის ღერო);

bacchetta magica ჯადოსნური ჯოხი (ფერიისა, ჯადოქრისა);

con un colpo di bacchetta magica ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით; უეცრად, ძალდაუტანებლად, თითქოს მაგიის დახმარებით;

comandare a bacchetta ვინმეზე მბრძანებლობა, უფროსობა.