1 ტექ. წნელი, შტანგა, გრძელი და წვრილი ღერო (ლითონისა ან ხისა); საარმატურო რკინა; barra d’accoppiamento ავტ. საჭის განივი საწევი; barra di rimorchio ა) ავტ. საბუქსირო ძელი; საწევი ძელი; ბ) რკ.-გზ. საწევი მაერთებელი / გადასაბმელი;
2 ზღვ. საჭე, შტურვალი; ნავის საჭის სახელური, რუმპელი; cambiare la barra საჭის ერთ-ერთი ბორტისკენ მიტრიალება, კურსის შეცვლა; barra al vento! მიატრიალეთ საჭე ქარპირა მხარეს!
3 ავ. მართვის სახელური / ბერკეტი;
4 მეტალ. ზოდი; ლუგვი, შოთი (ლითონის ნამზადი / ნაჭერი); barra d’oro ოქროს ზოდი;
5 იურ. ბარიერი (რომელიც მოსამართლეებს დარბაზისგან გამოყოფს);
6 კომპ. ზოლი, პანელი (კომპიუტერის ეკრანზე) [იხ. აგრ. ◇ barra spaziatrice]; barra degli strumenti ინსტრუმენტების პანელი (საეკრანო ღილაკების, პიქტოგრამების და მისთ. შემცველი ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ზოლი); barra dei menu მენიუს ზოლი (ჰორიზონტალური მენიუ, რომლის პუნქტებიც ჩამოსაშლელ ქვემენიუებს შეიცავს); barra di scorrimento სკროლინგის ზოლი (ზოლი ეკრანის გვერდით ან ქვედა ნაწილში, რომლითაც ტექსტის / გამოსახულების გადაადგილებაა შესაძლებელი);
7 სლეში, ნიშანი (/); დახრილი ხაზი, წილადის ხაზი; 6 barra 8 (sei barra otto) 6 სლეშ 8; 6 წილადი 8; barra inversa, barra rovesciata უკან დახრილი წილადის ხაზი (\);
8 ქვიშის და/ან ქვების ნარიყი; თავთხელი, მეჩეჩი;
9 ტრენზელი (ცხენის ერთგვარი ლაგამი);
◇ barra spaziatrice კომპ. ინტერვალის გამოსატოვებელი კლავიში (კომპიუტერის კლავიატურაზე);
codice a barre სპეც. შტრიხკოდი (კოდირებული სასაქონლო ნიშანი).
