dopo II
prep
/ˈdɔpo/
1 დროითი მნიშვნელობით მიუთითებს მოვლენათა თანმიმდევრულ მონაცვლეობას ან დროის იმ მონაკვეთს, რომელსაც მოსდევს ესა თუ ის მოქმედება: შემდეგ, მერე, შემდგომ; dopo le cinque ხუთი საათის შემდეგ; dopo pranzo სადილის შემდეგ;
2 სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს რისამე მდებარეობას ამა თუ იმ საგნის უკან, მეორე მხარეს: გვერდით; შემდეგ; მიღმა, იქით; უკან; dopo la posta c'è casa mia ფოსტის შემდეგ / ფოსტის იქით ჩემი სახლია.