in
preposizione
/in/

განსაზღვრულ არტიკლებთან ერთად ქმნის არტიკლიანი წინდებულის შედგენილ ფორმებს, მაგ.: მამრ. სქ. მხ. რ. nel, nello, nell'; მრ. რ. nei, negli; მდედრ. სქ. მხ. რ. nella; მრ. რ. nelle;

1 სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) რაიმეს ფარგლებში ან შიგნით ყოფნას (აგრ. გადატ.): -ში, -ზე; la pizza è in forno პიცა ღუმელშია; vivo in Irlanda ირლანდიაში ვცხოვრობ;

2 მიუთითებს მოძრაობას, მიმართულებას ან მისვლას ამა თუ იმ ადგილისკენ ან ადგილამდე; quest'estate vado in Inghilterra ამ ზაფხულს ინგლისში მივდივარ; sono entrato nella stanza ოთახში შევედი;

3 დროითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) დღე-ღამის ან წელიწადის დროს, წელს, საუკუნეს და ა.შ.: -ში; sono nata in settembre სექტემბერში ვარ დაბადებული; mio fratello è nato nel 2003 ჩემი ძმა 2003 წელსაა დაბადებული; in estate fa caldo ზაფხულში ცხელა; in questo momento მოცემულ მომენტში; ამჟამად, ახლა;

2) პერიოდს, დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც მოქმედება ხდება: ho letto il libro in tre ore წიგნი სამ საათში წავიკითხე;

4 მიუთითებს საშუალებას: საშუალებით, მეშვეობით; გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვითაც; ci andrò in treno იქ მატარებლით წავალ;

5 მიუთითებს მანერას, სტილს და ა.შ.: l'ho scritto in corsivo ის კურსივით დავწერე;

6 მიუთითებს ნივთიერებას, რომლისგანაც რაიმე მზადდება: -გან; გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვითაც; una borsa in pelle ტყავის ჩანთა;

7 მიუთითებს ახალ მდგომარეობაში გადასვლას; გადმოიცემა ვითარებითი ბრუნვითაც; traduciamo dall'inglese in italiano ინგლისურიდან იტალიურ ენაზე / იტალიურად ვთარგმნით;

8 მიუთითებს რაოდენობას: eravamo in due ორნი ვიყავით;

faccio in un minuto ერთ წუთში მოვრჩები;

fare in fretta სწრაფად მოქმედება; სწრაფად რისამე გაკეთება; faccio in fretta სწრაფად ვიზამ; ამას სწრაფად გავაკეთებ;

stare in piedi ფეხზე დგომა.