ხმოვნით დაწყებული (განსაკ. ისეთების, რომლებიც ხმოვან a-ზე იწყება) სიტყვების წინ წინდებული a შეიძლება ad ფორმით იყოს წარმოდგენილი; მაგ. pensare ad altro სხვა რაიმეზე ფიქრი; განსაზღვრულ არტიკლებთან ერთად ქმნის არტიკლიანი წინდებულის შედგენილ ფორმებს; მაგ. მამრ. სქ. მხ. რ. al, allo; მრ. რ. ai, agli; მდ. სქ. მხ. რ. alla; მრ. რ. alle;
1 მიუთითებს მოძრაობას, მიმართულებას ამა თუ იმ ადგილისაკენ ან მისვლას ამა თუ იმ ადგილამდე: -კენ, -ში, -მდე; andare a casa სახლში წასვლა; andare al cinema კინოში წასვლა; sono andata a Tbilisi თბილისში წავედი; vai alla partita? მატჩზე მიდიხარ?
2 სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს ამა თუ იმ ადგილას ან ამა თუ იმ გეოგრაფიულ წერტილში ყოფნას: -თან, -ზე, -ში; ero a casa სახლში ვიყავი; ti aspetto alla fermata dell'autobus ავტობუსის გაჩერებაზე გელოდები; abitano a Londra ლონდონში ცხოვრობენ;
3 დროითი მნიშვნელობით აღნიშნავს 1) დროის განსაზღვრულ მომენტს ან პერიოდს: -ზე, -ში, -ით; გადმოიცემა აგრ. ზმნიზედებით; torno alle otto რვა საათზე დავბრუნდები; all'alba გარიჟრაჟზე, განთიადისას; a gennaio იანვარში; al mattino დილას, დილით; al lunedì vado in palestra ორშაბათობით სპორტულ დარბაზში დავდივარ;
2) ასაკს:-ში; a diciassette anni ჩვიდმეტი წლის ასაკში;
4 მიუთითებს საშუალებას: a piedi ფეხით, ქვეითად; a cavallo ცხენით;
5 აღნიშნავს სიშორეს / დაშორებას რაიმე ადგილიდან: è a cinque chilometri da scuola სკოლიდან ხუთ კილომეტრშია; a dieci minuti da qui აქედან ათი წუთის სავალზე;
6 მიუთითებს ფასს, სიჩქარეს; cinque euro al chilo კილოგრამი ხუთ ევროდ; venti chilometri all'ora საათში ოცი კილომეტრი;
7 შემოჰყავს ინფინიტივის შემცველი სხვადასხვა ტიპის წინადადებები: comincia a piovere წვიმას იწყებს;
◇ a domani ხვალამდე;
alla televisione ტელევიზიით;
a memoria ზეპირად;
a più tardi დროებით! ნახვამდის! a uno a uno თითო-თითოდ;
due volte al giorno დღეში ორჯერ.