მეზობელი სიტყვები
allontanare
ზმნა
/allontaˈnare/

1 რისამე გადადგმა (გადადგამს); მოცილება, მოშორება; allontanare la sedia dal fuoco სავარძლის ბუხრისგან / ღუმლისგან უფრო მოშორებით გადმოდგმა;

2 1) ვისიმე მოცილება (˂მო˃იცილებს), მოშორება; გაძევება; allontanare i bambini ბავშვების მოშორება / წაყვანა;

2) სამსახურიდან და ა.შ. დათხოვნა (˂და˃ითხოვს), განთავისუფლება; სკოლიდან და ა.შ. გარიცხვა; fu allontanato dal suo posto di lavoro იგი სამსახურიდან დაითხოვეს; allontanare uno studente da scuola სკოლიდან მოსწავლის გარიცხვა;

allontanarsi

1 საიდანმე წასვლა (წავა) / გასვლა / გამგზავრება; si è allontanato da casa სახლიდან წავიდა; si allontanò per due minuti ორი წუთით იყო გასული; ორი წუთი არ იყო აქ / ადგილზე;

2 უკან გადგომა (˂გა˃დგება), უკან დაწევა / დახევა; allontanati dalla porta კარისგან გამოიწიე; კართან ნუ დგახარ;

3 ჩამოშორება (˂ჩამო˃შორდება), გაუცხოება; ურთიერთობის / კავშირის გაწყვეტა (ვინმესთან ან რაიმესთან).