მეზობელი სიტყვები
avanti
ზმნიზედა
/aˈvanti/

1 წინ (სივრცითი მნიშვნელობით); andate avanti წინ წადით; ho fatto due passi avanti ორი ნაბიჯი გადავდგი წინ;

2 წინ (დროითი მნიშვნელობით); il mio orologio è / va / avanti ჩემი საათი წინ მიდის; ◇ avanti! შემოდით! avanti e indietro წინ და უკან, აქეთ-იქით;

d'ora in avanti ამ დროიდან, ამის შემდეგ; ამიერიდან;

essere avanti negli anni ხანში შესვლა, დაბერება, მოხუცება;

farsi avanti წინ გამოსვლა;

in avanti წინ; piegarsi in avanti წინ დახრა;

mandare avanti ა) მართვა, ხელმძღვანელობა, გაძღოლა; ბ) საარსებო საშუალებებით, საჭმლით, ფულით და სხვ. უზრუნველყოფა; რჩენა;

più avanti უფრო შორს; უფრო წინ.