1 1) დარტყმა (˂და˃არტყამს, ურტყამს), ცემა; battere un chiodo ლურსმნის ჩაჭედება;
2) მირტყმა (˂მი˃არტყამს); დაჯახება, შეჯახება; è caduta e ha battuto la testa წაიქცა და თავი მიარტყა; ho battuto contro lo spigolo გამოშვერილ კუთხეს მივეჯახე;
2 1) დამარცხება (˂და˃ამარცხებს); ჯობნა, მორევა; გამარჯვება; l'ho battuta a tennis მას ჩოგბურთში მოვუგე;
2) მოხსნა (˂მო˃ხსნის), დამყარება (რეკორდისა); l'atleta inglese ha battuto il record mondiale ბრიტანელმა სპორტსმენმა / ათლეტმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა;
3 გულმოდგინედ ძებნა (ეძებს), / გაჩხრეკა, გადაქექვა (რისამე საპოვნელად); la polizia ha battuto tutto il quartiere პოლიციამ მთელი კვარტალი გაჩხრიკა;
4 სპორტ. ბურთის დარტყმა (˂და˃არტყამს); battere un rigore პენალტის დარტყმა;
5 საბეჭდ მანქანაზე ან კომპიუტერზე ˂და˃ბეჭდვა (˂და˃ბეჭდავს); ტექსტის აკრეფა;
6 1) კაკუნი (აკაკუნებს), დაკაკუნება; ბრაგუნი, ბრახუნი; battere alla porta კარზე დაკაკუნება; c'è qualcuno che batte alla porta კარზე ვიღაც აკაკუნებს; la pioggia batteva sui vetri წვიმას ფანჯრის მინებზე რაკარუკი გაჰქონდა;
2) ცემა (სცემს), ძგერა, ფეთქვა; პულსირება; il cuore mi batteva forte გული ძლიერ მიცემდა;
7 გადატ. დაჟინებით ერთისა და იმავეს გამეორება (˂გა˃იმეორებს); დაჟინებით რისამე მტკიცება, მოთხოვნა და ა.შ.; battere e ribattere su q.c. ერთისა და იმავეს გამეორება; დაჟინებით რისამე მტკიცება;
8 ʘ პროსტიტუციას / მეძაობას ეწევა;
1 ბრძოლა (იბრძვის), ბრძოლაში მონაწილეობა (აგრ. გადატ.); battersi per un'idea იდეისთვის ბრძოლა;
2 ერთმანეთთან ბრძოლა (ერთმანეთს ებრძვიან); ◇ battere bandiera ზღვ. ამა თუ იმ ქვეყნის დროშით ცურვა, ანძაზე ამა თუ იმ ქვეყნის დროშის ქონა (ითქმის გემის შესახებ);
battere i denti კბილების კაწკაწი / კბილის კბილზე ცემინება; battevo i denti per il freddo სიცივისაგან კბილები მიკაწკაწებდა;
battere le ore საათების ჩამოკვრა, ყოველ საათს რეკვა (ითქმის საათის შესახებ); l'orologio ha battuto le dieci საათმა ათჯერ ჩამოკრა / დარეკა; ათი საათი დადგა;
battere le mani ტაშის დაკვრა;
battersela ა) გაქცევა, მოქუსვლა; ბ) გაპარვა;
in un batter d'occhio თვალის დახამხამებაში; წამში, იმწამსვე, მაშინვე;
non battere ciglio არშეკრთომა, არშეშინება.