befana
არსებითი სახელი (მდედრობითი)
/beˈfana/
1 ეპიფანია (საეკლესიო დღესასწაული, რომელსაც დასავლური ეკლესიები ექვს იანვარს, შობიდან მეთორმეტე დღეს აღნიშნავენ, მიძღვნილი მოგვთა მიერ ყრმა ქრისტეს სანახავად ჩამოსვლისადმი);
2 ბეფანა (იტალიური ფოლკლორის პერსონაჟი – კეთილი მოხუცი ქალი, რომელსაც იტალიაში 6 იანვარს ბავშვებისთვის ვითომდა საჩუქრები მოაქვს);
3 მახინჯი დედაბერი.