თანხმოვნით დაწყებული მამრობითი სქესის არსებითი სახელების წინ წარმოდგენილია შეკვეცილი ფორმით: un bel gatto, bel tempo; s + თანხმოვნით, აგრ. z, x, gn, ps და pn-ით დაწყებული არსებითი სახელების წინ, როგორც წესი, ზედს. სახელი „bello“ არ იკვეცება: bello scrittoio, bello stivale, bello zaino; ხმოვნით დაწყებული მამრობითი სქესის არსებითი სახელების წინ წარმოდგენილია შეკვეცილი ფორმით და აპოსტროფით: bell'aspetto, bell'operaio; მრავლობით რიცხვში, თანხმოვნით დაწყებული მამრობითი სქესის არსებითი სახელის წინ ფორმა „belli“ გადაიქცევა ფორმად „bei“: bei pomodori, bei fiori, bei libri; ხმოვნით ან s + თანხმოვნით, აგრ. z, x, gn, ps და pn-ით დაწყებული არსებითი სახელების წინ იღებს ფორმას „begli“: begli atleti, begli stupidi; ხმოვნით დაწყებული მდედრობითი სქესის არსებითი სახელების წინ ფორმა „bella“ შეიძლება წარმოდგენილი იყოს შეკვეცილი ფორმით და აპოსტროფით: bell'attrice; მრავლობითი რიცხვის ფორმა „belle“ იშვიათად იკვეცება: belle immagini.
1 ლამაზი, მშვენიერი; hanno una bella casa ლამაზი სახლი აქვთ; una bella giornata მშვენიერი დღე; che bella ragazza! რა ლამაზი გოგონაა!
2 უღრუბლო, კარგი, მზიანი (ითქმის ამინდის, დღის და ა.შ. შესახებ); se fa bel tempo andiamo al mare თუ კარგი ამინდი იქნება, ზღვაზე წავიდეთ;
3 სასიამოვნო; è bello rivedersi dopo tanto tempo სასიამოვნოა ამდენი ხნის შემდეგ ერთმანეთის ისევ ნახვა;
4 კარგი; ieri abbiamo visto un bel film გუშინ კარგი ფილმი ვნახეთ; ho preso un bel voto კარგი ნიშანი მივიღე; che bella idea! რა კარგი აზრია!
5 საკმაოდ დიდი, მოზრდილი; ho messo da parte una bella sommetta საკმაოდ დიდი / გვარიანი თანხა გადავდე / გადავინახე;
6 გამაძლ. : non significa un bel niente ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს; ci siamo cacciati in un bel guaio სერიოზულ შარში ვართ გაბმული; ◇ che bello! რა კარგია! რა მშვენიერია!