მეზობელი სიტყვები
bloccare
ზმნა
/blokˈkare/

1 გზის და ა.შ. გადაღობვა (˂გადა˃ღობავს), ბლოკირება; მოძრაობის დაბრკოლება, შეფერხება; c'era un albero che bloccava la strada გზა ხეს ჰქონდა ჩახერგილი; i manifestanti hanno bloccato il traffico დემონსტრანტებმა საგზაო მოძრაობა შეაფერხეს / გზა გადაკეტეს;

2 გაჩერება (˂გა˃აჩერებს), შეჩერება; i carabinieri hanno bloccato una macchina კარაბინერებმა / პოლიციელებმა მანქანა გააჩერეს; bloccare un conto in banca საბანკო ანგარიშის გაყინვა / დაყადაღება; bloccare la palla სპორტ. ბურთის აღება, ბურთის დაჭერა (ითქმი მეკარის შესახებ);

3 ტექ. მუშაობის შეფერხება (˂შე˃აფერხებს); გაჭედვა, გაჩერება (მექანიზმისა და მისთ.); ბლოკირება;

bloccarsi

1 გაჭედვა (˂გა˃იჭედება); ჩასოლვა; si è bloccata la stampante პრინტერი გაიჭედა; პრინტერში ქაღალდი გაიჭედა; l'ascensore si bloccò al quinto piano ლიფტი მეხუთე სართულზე გაიჭედა;

2 კომპ. კრახის განცდა (განიცდის), ავარიულად მტყუნება, მუშაობის ავარიულად დასრულება (ითქმის სისტემის, კომპიუტერის შესახებ); il pc si è bloccato e non riparte კომპიუტერი ავარიულად გაითიშა და აღარ ირთვება;

3 ჩაქრობა (˂ჩაქრება˃), მუშაობის შეწყვეტა (ითქმის ძრავას შესახებ); ძრავას ჩაქრობის გამო გაჩერება (ითქმის ავტომანქანის შესახებ); la macchina si è bloccata in autostrada მანქანა ავტომაგისტრალზე გაჩერდა;

4 გაჩერება (˂გა˃ჩერდება); il traffico si è bloccato per diversi minuti საგზაო მოძრაობა რამდენიმე წუთით გაჩერდა;

5 გაშეშება (˂გა˃შეშდება), შებორკვა, შებოჭვა (დაბნეულობისგან, შიშისგან და მისთ.); all'esame mi sono bloccato e non ho detto una parola დაძაბულობისგან გამოცდაზე ენა ჩამივარდა და ხმა ვეღარ ამოვიღე / ერთი სიტყვაც ვეღარ ვთქვი.