(compar migliore, più buono; superl relat il migliore, il più buono; superl assol ottimo, buonissimo) ხმოვნით, თანხმოვანი + ხმოვანი / l / r-ით დაწყებული მამრობითი სქესის არსებითი სახელების წინ „buono“ წარმოდგენილია შეკვეცილი ფორმით: buon affare, buon carattere, buon profumo; მდედრობითი სქესის ფორმა „buona“ იკვეცება ხმოვნით დაწყებული არსებითი სახელების წინ და არ იკვეცება თანხმოვნით დაწყებული არსებითი სახელების წინ: buon'amica, buona macchina; „buono“ ფორმას არ იცვლის s + თანხმოვნით, z, x, gn, ps და pn-ით დაწყებული არსებითი სახელების წინ: buono scultore; თუმცა, გვხვდება შეკვეცილი ფორმებიც: un buon pneumatico, un buon stipendio; მრავლობითი რიცხვის ფორმები „buoni“ და „buone“, როგორც წესი, არ იკვეცება: buoni ottici, buone amicizie.
1 კარგი; è buona quella torta? ის ტორტი კარგია? mi consigli un buon libro? შეგიძლია კარგი წიგნი მირჩიო? che buona notizia! რა კარგი ახალი ამბავია!
2 კეთილი, კეთილგანწყობილი; კარგი; è una persona molto buona ძალიან კეთილი / კარგი ადამიანია;
3 შესაფერისი, ხელსაყრელი, კარგი; non è il momento buono ჯერ შესაფერისი მომენტი / დრო არ არის;
◇ buon Anno! გილოცავ(თ) ახალ წელს! buon compleanno! გილოცავ(თ) დაბადების დღეს! buon Natale! ბედნიერ შობას გისურვებ(თ)! გილოცავ(თ) შობის დღესასწაულს! in buono stato კარგ მდგომარეობაში.