მეზობელი სიტყვები
da
წინდებული
/'da/

განსაზღვრულ არტიკლებთან ერთად ქმნის არტიკლიანი წინდებულის შედგენილ ფორმებ: მამრ. სქ. მხ. რ. dal, dall', dallo; მრ. რ. dai, dagli; მდ. სქ. მხ. რ. dalla, dall' ; მრ. რ. dalle; გარკვეულ გამოთქმებში წარმოდგენილია შეკვეცილი ფორმით: d'altro canto, d'altronde მეორე მხრივ; d'ora in poi ამიერიდან, ამ დროიდან;

1 მიუთითებს წარმომავლობას: -დან; arrivo da Roma რომიდან ვარ; da dove arrivi? საიდან ხარ?

2 სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს: 1) ვინმეს მიმართულებით მოძრაობას ან ვინმესთან მისვლას: -თან; sono andato da mia madre დედაჩემთან წავედი; sto andando da Erica ერიკასთან მივდივარ;

2) სადმე ყოფნას / მდებარეობას: -თან; sono dal parrucchiere პარიკმახერთან ვარ;

3 მიუთითებს რაიმე საგანში გავლას: -ში, -დან; sono entrati dalla finestra ფანჯრიდან შემოვიდნენ;

4 დროითი მნიშვნელობით მიუთითებს: 1) ხანგრძლივობას: განმავლობაში; -დან, შემდეგ, მერე; lo conosco da un anno მას ერთი წელია, ვიცნობ; da quanto tempo aspetti? რამდენი ხანია, რაც იცდი? sto aspettando da un'ora ერთი საათია, რაც ველოდები; aspetto dalle sette შვიდი საათიდან ველოდები; შვიდი საათის მერე ველოდები;

5 მიუთითებს გამკეთებელს / შემსრულებელს (ხშირად ვნებით გვარში მდგარი ზმნის შემდეგ): მიერ, -გან; la casa è stata distrutta da un incendio სახლი ხანძარმა გაანადგურა;

6 მიუთითებს რაიმეს მიზეზს: -გან; tremavo dal freddo სიცივისაგან ვკანკალებდი;

7 მიუთითებს ქცევის მანერას: -ვით; comportati da uomo მამაკაცივით მოიქეცი;

8 დროის გარემოებით კონსტრუქციებში: -ში; da bambino ბავშვობაში; da piccola desiderava fare il medico პატარაობისას სურდა ექიმი გამხდარიყო;

9 მიუთითებს საგნის დანიშნულებას: occhiali da sole მზის სათვალე; rete da pesca სათევზაო ბადე;

10 შემოჰყავს ინფინიტივის შემცველი სხვადასხვა ტიპის წინადადებები: non ho niente da fare არაფერი მაქვს გასაკეთებელი; საქმე არა მაქვს; vuoi qualcosa da mangiare? გინდა რაიმე შეჭამო?

da… a -დან ... -მდე; dalle sei alle otto ექვსიდან რვამდე;

da oggi in poi დღეიდან მოყოლებული; ამიერიდან;

francobollo da un euro ერთევროიანი საფოსტო მარკა.