მეზობელი სიტყვები
e, ed
კავშირი
/e/

ხმოვნით დაწყებული სიტყვის წინ ( განსაკ. ისეთი სიტყვის წინ, რომელიც ხმოვან e-ზე იწყება) კავშირი e შეიძლება ed ფორმით იყოს წარმოდგენილი, მაგ. Adamo ed Eva ადამი და ევა;

1 აერთებს წინადადების ერთგვაროვან წევრებს და მთელ წინადადებებს: და; io e lei მე და ის; Davide e Luca დავიდე და ლუკა; Chiara sa leggere e scrivere კიარამ წერა და კითხვა იცის;

2 შემოჰყავს საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები ან წინადადებები: მაგრამ, თუმცა; dovevo andare dal dottore e me ne sono dimenticata ექიმთან უნდა წავსულიყავი, მაგრამ დამავიწყდა;

3 გამოიყენება საათის მითითების დროს: le sei e dieci შვიდის ათი წუთია; le otto e mezzo ცხრის ნახევარია;

4 კითხვითი წინადადების დასაწყისში: რას ფიქრობ(თ), რა აზრისა ხარ(თ) და ა.შ. რაიმეს შესახებ? e se cambiassi idea? და რომ გადავიფიქრო? რომ გადავიფიქრო, რა იქნება? e allora, cosa facciamo? მაშ, რა გავაკეთოთ? და ახლა რა ვქნათ?