მეზობელი სიტყვები
entrare
ზმნა
/enˈtrare/

1 შესვლა (შედის); შემოსვლა; შეღწევა; siamo entrati nel negozio მაღაზიაში შევედით; entrate, prego! გთხოვთ, შემობრძანდით! il ladro è entrato dalla finestra ქურდი ფანჯრიდან შემოვიდა;

2 ამა თუ იმ ორგანიზაციაში და ა.შ. შესვლა (შევა), გაწევრიანება; entrare nella polizia პოლიციაში მუშაობის დაწყება; ʘ პოლიციელი გახდა; Fabrizio è entrato nell'azienda di famiglia ფაბრიციო საოჯახო ფირმას შეუერთდა; ფაბრიციო საოჯახო ბიზნესში ჩაება;

3 მორგება (˂მო˃ერგება); ʘ ზომაზეა; il vestito non mi entra più ეს კაბა აღარ მერგება / ჩემი ზომა აღარაა; ამ კაბაში ვეღარ ვეტევი;

4 რაიმეში ჩატევა (˂ჩა˃ეტევა); non c'entra in valigia ჩემოდანში არ ეტევა;

5 ტექ. შეერთება (˂შე˃ერთდება), ჩართვა, მოდებაში შესვლა (ითქმის ავტომანქანის გადაცემის / სიჩქარის შესახებ); la seconda non entra მეორე სიჩქარე არ ირთვება; მანქანა მეორეზე არ გადადის;

6 ვინმესთან, რაიმესთან კავშირის ქონა (აქვს); lei non c'entra ქალს ამასთან არანაირი კავშირი არა აქვს; ≅ იგი აქ არაფერ შუაშია; ◇ entrare in acqua წყალში შესვლა; წყალში ჩახტომა; fai la doccia prima di entrare in acqua წყალში შესვლამდე შხაპი მიიღე; è entrato in acqua con un tuffo წყალში ჩაყვინთა; თავით გადახტა წყალში;

entrare in contatto con qc ვინმესთან დაკავშირება; ვინმესთან კონტაქტში შესვლა / კონტაქტის დამყარება;

entrare in guerra ომში ჩაბმა;

far entrare qc ვინმეს შიგნით / სახლში შე˂მო˃პატიჟება;

lasciare entrare qc ვინმეს შე˂მო˃შვება; ვინმესთვის შესვლის უფლების / ნებართვის მიცემა; hanno rifiutato di lasciarmi entrare შესვლაზე უარი მითხრეს.