escludere
ზმნა
/esˈkludere/
1 სადმე არშეშვება (არ ˂შე˃უშვებს), არდაშვება, არმიღება; რაიმეში მონაწილეობის უფლების წართმევა; escludere qc da un esame გამოცდაზე ვინმეს არდაშვება;
2 გამორიცხვა (გამორიცხავს), არდაშვება, უარყოფა (რისამე შესაძლებლობისა, არსებობისა); escludere una possibilità რისამე შესაძლებლობის გამორიცხვა; lo escludo! ეს გამორიცხულია!
3 რაიმეს გამორიცხვა (გამორიცხავს), გამოკლება, გამოტოვება; tutti i colori mi piacciono escludendo il verde მწვანე ფერის გარდა / გამოკლებით ყველა ფერი მომწონს.