მეზობელი სიტყვები
esporre
ზმნა
/esˈporre/

1 რაიმეს საჯაროდ გამოფენა (˂გამო˃ფენს), ჩვენება; esporre le merci in vetrina საქონლის ვიტრინაში გამოფენა / დაწყობა;

2 გამოფენა (გამოფენს), ექსპონირება; esporre i propri quadri საკუთარი ნახატების გამოფენა; quel pittore esporrà a Milano ეს მხატვარი მილანში გამართულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას; ეს მხატვარი მილანში აწყობს საკუთარი ნახატების გამოფენას;

3 ახსნა (ახსნის), განმარტება; რაიმეს გამოხატვა, გადმოცემა; esporre un dubbio ეჭვის გამოთქმა / გამოხატვა; esporre i fatti ფაქტების გადმოცემა;

4 რაიმეს უშუალო ზემოქმედების ქვეშ მოქცევა (˂მო˃აქცევს); რაიმეს (უპირატ. მავნე) ზემოქმედებისაგან დაუცველად დატოვება; esporre qc al pericolo საფრთხეში ვისიმე ჩაგდება;

esporsi

1 საკუთარი თავის რაიმეს უშუალო ზემოქმედების ქვეშ მოქცევა (˂მო˃აქცევს, ˂მო˃იქცევს); ამა თუ იმ მდგომარეობაში თავის ჩაყენება / ჩაგდება; esporsi al sole მზეზე დიდხანს ყოფნა / გაჩერება; esporsi alle critiche საკუთარი მოქმედებით კრიტიკის გამოწვევა; საკუთარი თავის კრიტიკის ობიექტად / საგნად ქცევა;

2 სახელის გატეხა (˂გა˃იტეხს); საკუთარი რეპუტაციის შელახვა.