მეზობელი სიტყვები
cogliere
ზმნა
/ˈkɔʎʎere/

1 მოკრეფა (˂მო˃კრეფს), დაკრეფა; მოგროვება, შეგროვება (ყვავილებისა, ხილისა და მისთ.);

2 1) რაიმეს დაჭერა (˂და˃იჭერს);

2) ხელიდან არგაშვება (არ ˂გა˃უშვებს), გამოყენება (შესაძლებლობისა, მომენტისა); cogliere l'occasione შესაძლებლობის გამოყენება; ხელსაყრელი მომენტით სარგებლობა;

3 1) მოსწრება (მოუსწრებს), თავს დატყდომა (ითქმის რაიმე მოულოდნელის, გაუთვალისწინებლის შესახებ); essere colti dalla pioggia წვიმაში მოხვედრა;

2) წასწრება (წაასწრებს); თავს წადგომა; გამოჭერა; cogliere qc alla sprovvista მოულოდნელად თავს წადგომა; cogliere di sorpresa მოულოდნელად თავს წადგომა; ʘ ვინმეს მოუმზადებელს მოუსწრო;

4 მიზანში მორტყმა (˂მო˃არტყამს), მოხვედრება; cogliere il bersaglio მიზანში მორტყმა / მოხვედრება;

5 აზრის მიხვედრა (˂მი˃ხვდება); გაგება; cogliere il significato di una parola სიტყვის მნიშვნელობის გაგება.