მეზობელი სიტყვები
cambio
არსებითი სახელი (მამრობითი)
/ˈkambjo/

1 ცვლილება, ცვლა, შეცვლა; cambio di residenza საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;

2 შენაცვლება, ჩანაცვლება; ახლით შეცვლა; გამოცვლა; cambio della guardia ა) ყარაულების შეცვლა; ბ) გადატ. ხელმძღვანელობის შეცვლა;

3 გამოსაცვლელი ტანსაცმლის კომპლექტი, ერთი ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი; ho il cambio in macchina გამოსაცვლელი ტანსაცმელი მანქანაში მაქვს / მიდევს;

4 სავალუტო კურსი, ვალუტის გაცვლითი კურსი; quant'è il cambio del dollaro? როგორია დოლარის გაცვლითი კურსი?

5 ავტ. გადაცემა, გადაცემის საფეხური, სიჩქარე (გადაცემათა კოლოფისა, რედუქტორისა); გადაცემათა კოლოფი, სიჩქარეთა კოლოფი; გადაცემათა / სიჩქარეთა გადამრთველი (ველოსიპედისა); cambio automatico ავტომატური გადაცემათა კოლოფი; un cambio a sette velocità შვიდსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი;

6 ბოტ. კამბიუმი;

dare il cambio a qc ვინმეს შეცვლა, შენაცვლება; vuoi che ti dia il cambio? გინდა, შეგცვალო / შეგენაცვლო? fare cambio რისამე რაიმეში გაცვლა;

in cambio di რისამე სანაცვლოდ, რისამე ნაცვლად.