con
წინდებული
/kon/

1 მიუთითებს ვინმესთან ან რაიმესთან ერთად / ერთსა და იმავე ადგილას ყოფნას, ცხოვრებას, მდებარეობას და ა.შ. -თან; -თან ერთად; sono con Marina მარინასთან ერთად ვარ; abita con i nonni ბებიასთან და ბაბუასთან / ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს;

2 მიუთითებს დამოკიდებულებას ვინმესადმი / რაიმესადმი: მიმართ, -დმი; è stato scortese con lei მას არათავაზიანად მოექცა;

3 მიუთითებს ვინმესთან, რაიმესთან დაპირისპირებას, წინააღმდეგობას: -თან; წინააღმდეგ; i dimostranti si sono scontrati con la polizia დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ;

4 მიუთითებს მოქმედების შესრულების იარაღს, ინსტრუმენტს, მეთოდს ან საშუალებას -ით; რაიმეს, ვინმეს მეშვეობით / საშუალებით; scrivilo con la matita ეს კალმით დაწერე; ci vado con l'autobus ავტობუსით მივდივარ;

5 მიუთითებს მოქმედების ხასიათს, დამახასიათებელ თავისებურებას ან მის თანხმლებ გარემოებებს: -ით; con molta attenzione დიდი ყურადღებით;

6 მიუთითებს რისამე მიზეზს: -გან; -გამო; è da quattro giorni a letto con la febbre ოთხი დღეა სიცხე აქვს და ლოგინში წევს;

7 მიუთითებს რისამე ქონას, ფლობას, ტარებას და ა.შ.: -ით; -იანი; un ragazzo con i capelli biondi ქერათმიანი ბიჭი;

8 დროითი მნიშვნელობით აღნიშნავს დროის განსაზღვრულ მომენტს ან პერიოდს: con la sua partenza è cambiato tutto მას შემდეგ, რაც ის გაემგზავრა, ყველაფერი შეიცვალა;

9 აქვს დათმობითი მნიშვნელობა: რაიმეს მიუხედავად; con tutti i suoi difetti ... ყველა თავისი ნაკლოვანების მიუხედავად …