condurre
ზმნა
/konˈdurre/

1 მართვა (მართავს), გაძღოლა, ხელმძღვანელობა; წარმოება; condurre un'azienda ფირმის / კომპანიის მართვა / გაძღოლა;

2 განხორციელება (˂გან˃ახორციელებს); შესრულება; condurre un'inchiesta გამოკითხვის / გამოკვლევის ჩატარება;

3 თანხლება (თან ახლავს), გაყოლა; წაყვანა, გაძღოლა; გზის ჩვენება; condurre qn a casa ვინმეს სახლში წაყვანა;

4 ტარება (ატარებს), მართვა, წაყვანა (მანქანისა, ველოსიპედისა, ნავისა, გემისა და სხვ.); condurre un'automobile მანქანის ტარება;

5 სპორტ. ყველაზე წინ ან პირველ ადგილზე ყოფნა (არის), ლიდერობა; condurre la classifica სატურნირო ცხრილის თავში ყოფნა;

6 რად., ტელევ. ტელე- ან რადიოგადაცემის წაყვანა (მიჰყავს); ʘ ტელე- ან რადიოგადაცემის წამყვანია; condurre un programma televisivo ტელეგადაცემის წაყვანა;

7 გატარება (˂გა˃ატარებს); მიწოდება, გადაცემა (წყლისა, გაზისა, ელექტროდენისა და ა.შ.);

8 გადატ. ამა თუ იმ მდგომარეობამდე ან რაიმემდე მიყვანა (მიიყვანს), რაიმეს გამოწვევა, შედეგად რაიმეს ქონა; condurre alla disperazione სასოწარკვეთილებამდე ვინმეს მიყვანა;

9 გადატ. ʘ ცხოვრების ამა თუ იმ წესს მისდევს, ამა თუ იმგვარ ცხოვრებას ეწევა; ამა თუ იმ წესით / ყაიდით ცხოვრობს;

10 ʘ მიდის, მიჰყავს; questa strada conduce in piazza ეს გზა მოედნისკენ მიდის;

condursi

თავის დაჭერა (უჭირავს), მოქცევა; condursi bene კარგად მოქცევა.