შემოჰყავს წინადადებები, რომლებიც მიუთითებენ დასკვნას წინამავალი გამონათქვამიდან: ასე რომ; ამდენად; ამიტომ; non sapevo cosa fare così ho acceso la televisione არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ამიტომ, ტელევიზორი ჩავრთე; ◇ così… che ისეთი, ... რომ; è così simpatico che tutti lo invitano ისეთი სასიამოვნო ადამიანია, რომ ყველა მას პატიჟებს / ეპატიჟება;
così… come ისეთივე ... როგორც / როგორიც; ისევე ... როგორც; non è così complicato come pensate ისეთი რთული არაა, როგორც გგონიათ;
così… da ისე, რომ; იმდენად, რომ; ისეთნაირად / იმგვარად, რომ; il computer è così lento da essere inutilizzabile კომპიუტერი იმდენად ნელია / ისე ნელა მუშაობს, რომ თითქმის გამოუსადეგარია.