მეზობელი სიტყვები
accostare
ზმნა
/͵akkosˈtare/

1 1) რაიმეს მიახლოება (<მი>აახლოებს), ახლოს მიტანა / მიყვანა, დადება, დადგმა და ა.შ.; accostare la sedia al muro სკამის კედელთან მიდგმა;

2) ვინმესთან მიახლოება (<მი>უახლოვდება), მოახლოება, ახლოს მისვლა;

2 1) ნაწილობრივ / არა ბოლომდე მიხურვა (<მი>ხურავს), ოდნავ ღიად / შეღებულად დატოვება (კარისა, ფანჯრისა); accostare la porta კარის ნაწილობრივ მიხურვა / შეღებულად დატოვება;

2) სანახევროდ / არა ბოლომდე ჩამოფარება (<ჩამო>აფარებს), ჩამოწევა ან მიხურვა (ფარდისა, ჟალუზისა, დარაბისა და მისთ.);

3 ავტ. ავტომანქანის ტროტუართან ან გზის პირას გაჩერება (<გა>აჩერებს), მიყენება; accosti per favore! თუ შეიძლება, მანქანა ტროტუართან გააჩერე!

accostarsi

რაიმესთან, ვინმესთან მიახლოება (<მი>უახლოვდება), ახლოს მისვლა; si è accostata alla porta იგი კარს მიუახლოვდა.